„ჩინჩალაძის მონა“ – ნიკა მელია მოსამართლეს

ჩინჩალაძის მონა ხარ, – ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ მას შემდეგ, რაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ის პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლემ ნიკა მელია სასამართლოს შეურაცხყოფის გამო პროცესიდან გააძევა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მსგავსი თემები