“COVID კლინიკებში საწოლების დამატების შესაძლებლობა არსებობს” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეის მდგომარეობით, 2333 სწოლია COVID კლინიკებში და საჭიროების შემთხვევაში,  საწოლების დამატების შესაძლებლობა არსებობს.

“დღეის მდგომარეობით, 2333 საწოლია თავისუფალი კოვიდკლინიკებში. რა თქმა უნდა, ეს მიმდინარე პროცესია და რა მდგომარეობაც იქნება იმის მიხედვით, კლინიკებში საწოლების დამატების შესაძლებლობა არსებობს. ჩვენ დაგეგმილი გვქონდა კლინიკების დემობოლიზაცია 21 აპრილიდან, თუმცა ეს პროცესი შეჩერდა და კლინიკებს ვთხოვეთ გააგრძელონ ფუნქციონირება ისევ COVID-ის მართვის რეჟიმში,”- განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

მსგავსი თემები