კობა კობალაძე ქობულეთში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, რეგიონებში გეგმიური ვიზიტის ფარგლებში, აჭარაში იმყოფება. დღეს, იგი, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრას, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრეჩველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ ხურციძე, რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს უფროსი, შოთა ყიფიანი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ლევან ზოიძე და აჭარის უმაღლეს საბჭოში ქობულეთისა და მახინჯაურის მაჟორიტარი დეპუტატი, ცოტნე ანანიძე ესწრებოდნენ.

სამსახურის დირექტორმა, ვეტერანებისგან მოისმინა მათთვის და მათი ოჯახებისთვის პრობლემური, აქტუალური და სამომავლოდ გასათვალისწინებელი საკითხები. მათ ყურადღება გაამახვილეს სხვადასხვა საკითხის გადაჭრის აუცილებლობაზე, დაუბეგრავი მინიმუმის გაზრდის, მიწის ლეგალიზაციისა და როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე, საკანონმდებლო ორგანოების კომპეტენციის ფარგლებში გასატარებელ და მოსაგვარებელ საკითხებზე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კობა კობალაძემ, მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ვეტერანებისთვის გაწეული სამსახურისთვის და მიმდინარე ეპიდ-სიტუაციის დროს ვეტერანების თანადგომისთვის. სამსახურის დირექტორმა, ვეტერანებს გააცნო სამსახურის გეგმები, პროექტები, რომლებიც რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათი ჯანდაცვის სერვისებით უკეთ უზრუნველყოფას ემსახურება. კობა კობალაძემ, მათ განუცხადა, რომ სამსახური, ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან და მთავრობასთან ერთად, აქტიურად მუშაობს ყველა იმ გამოწვევის დასაძლევად, რომლებიც ბენეფიციართა წინაშე დგას.

მსგავსი თემები