“ჩვენი პოზიციაა არგუმენტირებული, მელიას მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული აღკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე” – ნიკა მელიას პორცესი გრძელდება

ერთ-ერთი საკითხი, რომელიც დაცვის მხარემ მოითხოვა, რომ მოსამართლემ გაითვალისწინოს ეხება ძირითად საქმეზე მტკიცებულებების დართვას, მათ შორის, სხვადასხვა მოწმეების გამოკითხვას.  სამართალდამცავი ორგანოებიდან “ქართული ოცნების” ხელმძღვანელი პირებისა და სხვადასხვა მაღალჩინოსნების გამოკითხვას.

დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ძირითად, საქმეში, რაც ჯგუფური დანაშაულის ორგანიზებას ეხება, გავლენაზე  და მოწმეების მხრიდან ჩვენებების შეცვლას აქვს ადგილი.

“2 თვეა გასული ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების დღიდან და ერთი სასამართლოს სხდომაც კი არ ჩატარებულა, სადაც მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდებოდა. ეს ბუნებრივია, ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში, პროკურატურას და სასამართლოს, როგორც მის განშტოებებს, მიზნად აქვთ არა საქმის განხილვა და ამისთვის არ სჭირდებათ ნიკა მელიას პატიმრობაში ყოფნა, არამედ, ის არის უბრალოდ პოლიტიკურ ტყვეობაში. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია არის ძალიან ნათელი, არგუმენტირებული, რომ მის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული აღკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე,” – განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მსგავსი თემები