„მესამე ტალღა დაწყებულია“ – თემურ მიქელაძე „მედიაცენტრ მთავარში”

„ისეთი გავრცელება არ უნდ იყოს, როგორც ეს იყო დეკემბერში და ჩემი აზრით დრამატულად არ უნდა ველოდოთ მესამე ტალღის გავრცელებას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა დავიცვათ ჰიგიენური ნორმები,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ პედიატრმა, თემურ  მიქელაძემ განაცხადა.

მისივე მოსაზრებით პანდემიის შესაჩერებლად აუცილებელია ვაქცინაცია:

„ვაქცინა შემოვა, მთავარია მოხდეს ვაქცინის ათვისება, ძირითადი ვაქცინაცია ივნისის პერიოდში დაიწყება და თუ უარს ვიტყვით ვაქცინაზიაზე პანდემიას გავახანგრძლივებთ.

დროულად უნდა ჩავიტაროთ ის ვაქცინები,რ აც გვაქვს ბაზარზე, ეს ორი ტიპის ვაქცინა, რომელიც არის საკმაოდ მაღალი ხარისხის და აპრილის ბოლოდან დაგვემატება კიდევ, თბილისში პრაქტიკულად შევსებულია ორივე ვაქცინაზე მოთხოვნა, თუმცა რეგიონები რჩება,“ – განაცხადა თემურ მიქელაძემ, „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები