ნიკა მელია საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს

ნიკა მელია საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პროცესი ამ წუთებში იწყება. 

სასამართლო სავარაუდოდ მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას, პატიმრობას გადასინჯავს.

ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება სასამართლომ 17 თებერვალს მიიღო. საფუძვლად ელექტრონული სამაჯურის მოხსნის შემდეგ დაკისრებული გირაოს გადაუხდელობა დასახელდა.

ენმ-ს ლიდერი, პარტიის ოფისში, 23 თებერვალს სპეცრაზმის შესვლის შემდეგ აიყვანეს.

მსგავსი თემები