საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 422 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 374ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 422 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 37 524 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 28 078, „პისიარ“ ტესტით – 9 446.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,66% ბოლო 14 დღის – 2,46%, ბოლო შვიდი დღის – 2,58%.

მსგავსი თემები