გარდაცვლილი ექთნის ოჯახი პაატა იმნაძის და ლევან რატიანის დაკითხვას ითხოვს

ახალციხეში, ვაქცინაციის შემდგომი გართულებებით გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ინტერესების დამცველები  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელია, პაატა იმნაძისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის გამოკითხვას ითხოვენ.

აღნიშნული მოთხოვნით, ადვოკატები გენერალურ პროკურატურას მიმართავენ. ამავდროულად, როგორც ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი აცხადებს, ისინი იმ „ფლაკონის“ მიღებასაც ელოდებიან, რომლითაც მეგი ბაქრაძე აცრეს.

„გამოძიება ამოიღებს ფლაკონს, რომელიც საქმეში ჩაიდება. ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ეს ფლაკონი დავათვალიეროთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რატომ აწერია ფლაკონს 11 სთ და 40 წუთი, ან თუ 11 სთ-სა და 40 წუთზე ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, რანაირად მოხერხდა 35 წუთის განმავლობაში 10 ადამიანის აცრა“, – განაცხადა ბარამაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ექთანი მეგი ბაქრაძე ვაქცინაციის შემდგომი გართულებებით გარდაიცვალა.

მსგავსი თემები