მიწისძვრის ეპიცენტრი შეეშალათ, რაჭის ნაცვლად ბიძგები ნორიოში დაფიქსირდა

18:19 საათზე, საქართველოში დაფიქსირებული მიწისძვრის ეპიცენტრი არა ცაგერი, არამედ ნორიო იყო. როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, სისტემაში შეცდომა დაფიქსირდა.

„მეზობელი ქვეყნის სეისმური ქსელის, სასაზღვრო სადგურების გამო სისტემაში დაფიქსირდა ხარვეზი. შესაბამისად, დაფიქსირებული ეპიცენტრის პირველადი მონაცემი აღმოჩნდა არასწორი. მოხდა 2 პატარა მიწისძვრა მიყოლებით თბილისთან, ნორიოში. მომხდარი მიწისძვრები თავისი სიძლიერით ძალიან პატარებია, ასეთი კლასის მიწისძვრები ჩვენს ვებგვერდზე არ ქვეყნდება“ – აცხადებენ ლიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

შეგახსენებთ, რომ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრმა  თავდაპირველად გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი ცაგერი იყო.

მსგავსი თემები