კახეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა

გურჯაანის-ყვარელის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
ერთმანეთს “მერსედერსის” და “ოპელის” მარკის მანქანები შეეჯახა, რა დროსაც “ოპელის” მარკის მანქანა ამობრუნდა და მგზავრები მოიყოლა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალისის” საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 40 წლამდე ქალი უკვე გარდაცვლილი იყო. ხოლო 25 წლის მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში მრავლობითი დაზიანებებით ერთი ადამიანი რჩება, რომელსაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება და მედიკოსების დაკვირვების ქვეშაა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი თემები