„5 პუნქტიდან „ლელო“ 3 პუნქტს ეთანხმება“ – შეხვედრა ამერიკის და ევროკავშირის ელჩებთან

“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე აშშ-ს ელჩ კელი დეგნანსა და  ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს შეხვდა. როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არსებობს საკმაოდ დიდი მზაობა, რომ შეთანხმება და ის საკითხები, რომელსაც ოპოზიცია აყენებდა, იყოს მიღწეული.

“ელჩებთან კიდევ ერთხელ გავიარეთ ის მდგომარეობა, რაც ხდება ამ მოლაპარაკებების, პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტის გარშემო. კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ “ლელოს” პოზიცია, რომ

5 პუნქტიდან 3 პუნქტს ეთანხმება “ლელო”, ისევე როგორც ოპოზიციის სხვა პარტიები. მსჯელობა გვქონდა დარჩენილ ორ პუნქტზეც. სხვადასხვა ვარიანტები განვიხილეთ, დეტალებში ვერ შევალთ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ ძალიან დიდი ყურადღებაა საქართველოს მიმართ“ – განუცხადა ხაზარაძემ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, არის მცდელობა, რომ საქართველოში გადატვირთვა მოხდეს.

„არის ამოცანა,  რომ ქვეყანა გადაიტვირთოს და გადატვირთვა არ არის ოპოზიციის პარლამენტში შესვლა. ოპოზიციის პარლამენტში შესვლას უნდა მოჰყვეს სერიოზული რეფორმები, რომლებიც დაეტყობა თითოეული ჩვენი მოქალაქის ცხოვრებას და ერთხელ და სამუდამოდ დავამთავრებთ იმ არანორმალურ სიტუაციას, რაც არის სასამართლოში, რაც არის საარჩევნო სისტემაში და ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში“ – განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ოპოზიცია ისევ ითხოვს, ნიკანორ მელიას გათავისუფლებაა.

მსგავსი თემები