კორონავირუსით კლინიკაში 2 298 ინფიცირებულია მოთავსებული

  •  

ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ამ ეტაპზე. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 190, საიდანაც: 2 298 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

ინფიცირებულთა კლინიკების მიხედვით გადანაწილება შემდეგია:  თბილისის საავადმყოფოებში –  1 115, აჭარაში – 352, იმერეთში – 338. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 380 პირი, მათ შორის, თბილისში – 191, აჭარაში – 42, იმერეთში -65. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 72 პირი, მათგან თბილისში – 48, აჭარაში – 5, იმერეთში – 6. 309 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 200 – თბილისში, 121 – აჭარაში. 4 583 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

მსგავსი თემები