„კოვიდ 19“-ით 8 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 877 პირი ემსხვერპლა.
 
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 707 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 408 შემთხვევა, აჭარა – 61, იმერეთი – 47, ქვემო ქართლი – 22, შიდა ქართლი – 22, გურია – 26, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 71, კახეთი – 26, მცხეთა-მთიანეთი – 20, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

მსგავსი თემები