რიონში დაკარგული მამაკაცის ძებნაში მყვინთავებიც ჩაერთნენ

რიონის ხეობაში ამ დრომდე ეძებენ მამაკაცს, რომელიც მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა. დაკარგული მამაკაცი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე იყო. როგორც ადგილზე მყოფები აცხადებენ, დაკარგული მამაკაცი აქციას 2 დღის უკან შეუერთდა და მის შესახებ სხვა არაფერი იციან.

სამართალდამცველებმა,  „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ, ადგილზე გაშლილი კარვების „მობინადრეებიც“ გამოკითხა.

სოფელ ნამახვანში, ძებნის სამუშაოებში მყვინთავებიც მონაწილეობენ. მაშველები ადგილზე მეზობელი მუნიციპალიტეტებიდანაც ჩავიდნენ. ადგილზე  საგანგებო შტაბიც მოეწყო.

მსგავსი თემები