ქეილებ სმიტს 3 გასროლის შედეგად სხეულზე 4 დაზიანება აღენიშნება 

​ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი სმიტების ოჯახის მცირეწლოვანი ბავშვის გვამის ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მის მიმართ განხორციელებულია 4 გასროლა. მათ შორის ერთი მიბჯენით, თავის არეში განხორციელებულია საკონტროლო გასროლა თოფით.

როგორც “მედიაცენტრ მთავარშისმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულიე 19 წლის მწყემსის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი აცხადებს, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქეილებ სმიტს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნება მხრის, იდაყვისა და ფეხის სახსრის არეში. გასროლა განხორციელებულია სავარაუდოდ სხვადასხვა ტრაექტორიიდან, მხრის არეში უკნიდან, ბარძაყის და სახსრის არეში წინა მხრიდან გასროლით.

“შესაძლოა 3 გასროლის შედეგად ბავშვს მიეღო სხეული 4 დაზიანება. გარდა ამისა, ​ბავშვის მიმართაც არის სიცოცხლეში მიყენებული დაზიანებები, კერძოდ ნიკაპის არეში”, – აცხადებს ადვოკატი.

​მისი თქმით, ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ კობაურს აღნიშნულ დანაშაულში ბრალი არ მიუძღვის.

მსგავსი თემები