„გაუქმდეს კომენდანტის საათი“ – კარვების აქცია მთავრობის კანცელარიასთან

სამოქალაქო აქტივისტები ამ წუთებში მთავრობის კანცელარიასთან იკრიბებიან და კარვების გაშლას ცდილობენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები, რომლებიც მათ კარვის გაშლის შესაძლებლობას არ აძლევს. პოლიციამ აქტივისტებს 2 კარავი წაართვა.

„სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს კომენდანტის საათი, რომ ბიზნესმა ოპერირება შეძლოს. ამ აქციით გამოვხატავთ პროტესტს, ეს არის სიმბოლური აქცია იმ ადამიანების მხრიდან ვინც დაკარგა სამსახური და შემოსავალი. წაიღონ, წაგვართვან, კიდევ მოვიტანთ და მაინც გავშლით კარავს. ღამეს აქ გავათენებთ, პროტესტი გაგრძელდება“ – აცხადებენ აქტივისტები.

ისინი ადგილზე სახალხო დამცველის წარმომადგენელს ელოდებიან, რადგან, თვლიან რომ პროტესტის გამოხატვის უფლება შეეზღუდათ.

მსგავსი თემები