“გიგიმ დღესაც ვერ შეიკავა თავი პოლიტიკური ჩხვლეტისგან” – ბოკერია უგულავაზე

  •  

ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიას განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, რომ გიგი უგულავამ  დღესაც ვერ შეიკავა თავი პოლიტიკური ჩხვლეტისგან. როგორც ბოკერია აღნიშნავს, პარტიიდან წასვლა თავდასხმის გარეშე უნდა მომხდარიყო.

„მინდა, ისევე, როგორც ყველა სხვას, მას კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა აქამდე გავლილი გზისთვის. პატივს ვცემ მათ არჩევანს და წარმატებას ვუსურვებ ყველაფერში, რაც „ევროპული საქრთველოსა“ და ამ გუნდის ფასეულობების თანხვედრაში იქნება. ყოფილა იქამდეც, რომ ჩემთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ ადამიანებს სხვა გზა აურჩევიათ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი უკეთ მოქცეულა, ზოგი ნაკლებად უკეთ, ამ ტიპის თავდასხმებისგან თავი შეუკავებია“ – განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავამ „ევროპულ საქართველოს“ დატოვების შესახებ გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ბოკერიასთან ერთ პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა.

მსგავსი თემები