ევროკავშირის ელჩი ენგურის ტრაგედიას ეხმიანება

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ეხმიანება მდინარე ენგურზე მომხდარ ტრაგედიას და უსამძიმრებს დაღუპულთა ახლობლებს.

„დღეს მდინარე ენგურში ტრაგიკულად დაკარგულ ოთხ სიცოცხლეს ვგლოვობთ და მათ ოჯახებსა და ახლობლებს ვუსამძიმრებთ. ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რა შედეგი მოაქვს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას და რამდენად აუცილებელია, რომ სასწრაფოდ გაძლიერდეს თანამშრომლობა და კონფლიქტის მოგვარებაზე მიმართული ძალისხმევა“, – ამბობს ელჩი.

7 აპრილს, მაშველებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონასთან ოპოვეს ადიდებულ მდინარე ენგურში დამხრჩვალი 4 ადამიანი. ისინი ენგურის გავლით ცდილობდნენ ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.

მსგავსი თემები