კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევების რაოდენობა 7 083-ია, საიდანაც: 2 190 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.
მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 074, აჭარაში – 331, იმერეთში – 334. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 370 პირი, მათ შორის, თბილისში – 186, აჭარაში – 38, იმერეთში -68.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 76 პირი, მათგან თბილისში – 48, აჭარაში – 4, იმერეთში – 9. 301 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 179 – თბილისში, 117 – აჭარაში. 4 592 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
შეგახსენებთ, რომ 24 საათის განმავლობაში ვირუსით ინფიცირების 506 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 11 ინფიცირებული.