კორონავირუსის 506 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 25 751 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების  506 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 285 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  1.96%

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  287 689-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.96 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.16%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.49 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 285 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 276 711-მდე.

მსგავსი თემები