„ქვეყნის ხერხემალი, ქვეყნის და ეკონომიკის ინდიკატორი, ქვეყნის თერმომეტრი, რასაც ლარი ჰქვია, კატასტროფულ მდგომარეობაშია“ – აცხადებს „დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის” ხელმძღვანელი ივა ჭყონია „მედიაცენტრ მთავართან“ და ფასების კიდევ უფრო მატებას პროგნოზირებს.
„ერონული ვალუტა 100%-ით და უფრო მეტით არის გაუფასურებული. ყველაფერი სახეზეა, რამდენად მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. ქართველი ერი თავმოყვარე ერი ვართ და ხალხი შიმშილის გამო ქუჩაში არ გამოდის. ვითარება საკმაოდ მძიმეა“ – განუცხადა ივა ჭყონიამ „მედიაცენტრ მთავარს.“
მისი შეფასებით, მწარმოებელს ნედლეული დღითიდღე უძვირდება, რაც ბაზრის ფასებზე პირდაპირ აისახება და ამავდროულად, მსყიდველუნარიანობა დაქვეითებულია.
„დღითიდღე ძვირდება ნედლეული, რადგან ეს გამოწვეულია როგოც საერთაშორისო ბაზარზე ფასების ცვლილებით, ისე, ნავთობპროდუქტებსა თუ ენერგომატარებლებზე ფასის მატებით. მწარმოებელს როცა თვითღირებულება უძვირდება, ეს ბაზარზე ბუნებრივად აისახება. ამავდროულად, მსყიდველუნარიანობა კლებულობს. ასი ათასობით ადამიანი დარჩენილია უმუშევრად. კლიენტები აბსოლუტრად ყველა სფეროს მოაკლდა. პირველადი მოხმარების საგნებს თუ არ ჩავთვლით, რეალიზაცია სხვა ყველა მიმართულებით შემცირებულია“ – განუცხადა ივა ჭყონიამ „მედიაცენტრ მთავარს.“