„ერთი გზაა ჩვენი დამპყრობელი მეზობელი, მეორე – ცივილიზებული ევროპა“ – ივა ჭყონია ბაზრის დივერსიფიცირებაზე

  •  

„დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის” ხელმძღვანელი ხელისუფლებას მიმართავს, ბაზრის დივერსიფიცირებაზე იმუშაოს. როგორც ივა ჭყონიამ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება ქვეყნისთვის ყოველთვის საფრთხეა.  

„ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ბიზნესთან ერთად, ბაზრების დივერსიფიცირებაზე იმუშაოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ ვითარებაში, შესაძლოა, რთულ ვითარებაში ვიყოთ და ქვეყნის ეკონომიკა საფრთხის წინაშე დადგეს. საუბარია  რუსულ ბაზარზე  დამოკიდებულებაზე. ამ მხრივ, სერიოზული სამუშაოა. თუ გვინდა, გვქონდეს სტაბილური მომავალი, ეს არის გზა მხოლოდ და მხოლოდ ევროპისკენ. ერთი გზაა ჩვენი მეზობელი, რომელიც არის დამპყრობელი და მეორე გზა – ევროპა, რომელიც გვერდით გვიდგას და სადაც არის ცივილიზაცია და განათლება“ – განუცხადა ივა ჭყონიამ „მედიაცენტრ მთავარს“.  

მსგავსი თემები