„თუ ვირუსის შემთხვევების მატება ასე გაგრძელდა, მივიღებთ ე.წ. მესამე ტალღას“ – ივანე ჩხაიძე

„დღევანდელი რეალობა „მესამე ტალღას“ არ ნიშნავს, თუმცა, საკმაოდ ახლოს ვართ“ – განუცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ და არ გამორიცხა 2020 წლის ნოემბერ-დეკემბრის მდგომარეობა განმეორდეს.

„ვირუსის შემთხვევების ტემპი მზარდია ბოლო კვირის განმავლობაში. ასე რომ, ამ რეალობიდან და ამ ტემპიდან გამომდინარე, ალბათობა იმისა, რომ ჩვენ მივიღებთ ინფექციის  მატების მაღალ მაჩვენებელს და გვექნება მესამე ტალღა, სამწუხაროდ რეალურია.  თუ ამას თვალს არ გავუსწორებთ, გვექნება ისეთივე სურათი, რაც გვქონდა 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში“ – განუცხადა  ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარს“.  

პროფესორის განმარტებით, დღეში 4 000 ინფიცირებული რომ ა მივიღოთ, აუცილებელია რეკომენდაციების მკაცრად დაცვა.   

„ის რაოდენობა, რაც ყოველდღიურად კორონავირუსის მხრივ ფიქსირდება ჩვენს ქვეყანაში, მაღალია. დღევანდელი რეალობა მესამე ტალღას არ ნიშნავს, თუმცა, ახლოს ვართ და თუ ასე გაგრძელდა, მივიღებთ. მთავარია რეკომენდაციების მკაცრად დაცვა – ნიღბის ტარება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან თავის არიდება, ხელების ხშირად დაბანა, სოციალური დისტანცირება. ეს ყველაფერი საკმაოდ მარტივად შესასრულებელია. თუ ამ ყველაფერს არ გავითვალისწინებთ, მივიღებთ მკაცრ მატებას და დღეში 4000- 5000 ინფიცირებულს“ – განუცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარს“.   

მსგავსი თემები