2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ არის გამოცხადებული. დროშა ყველა სახელმწიფო შენობდან დაუშვეს.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისას, მდინარე ენგურში 4 ადამიანი დაიხრჩო.