არსებული „კლასტერების“ რაოდენობა იზრდება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქარველოში „კლასტერების: რაოდენობა გაიზარდა.

„დღეს, დაახლოებით 16-მდე „კლასტერული“ ეპიდაფეთქება გვაქვს სხვადასხვა რეგიონში. ყველა ეპიდაფეთქება უკავშირდება დიდ თავშეყრებს. ეს არის ძირითადად საბედნიერო, თუ ჭირის სუფრები. ნებისმიერი თავშეყრა, როგორიც არ უნდა იყოს, თუ არ არის დაცული შესაბამისი რეგულაციები – დისტანცია, პირბადე, ხელების ხშირი დამუშავება, მომატებული რისკია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც ეპიდემიოლოგი განმარტავს, ამ ეტაპისთვის ვითარება მართვადია.

მსგავსი თემები