„ომარ მეტრეველის ოჯახში, ისევ შეიჭრა ემზარ კვიციანი“ – ზურაბ ნადირაძე

„ჩვენი მეგობრის და პარტია “გამარჯვებული საქართველოს” წევრის ომარ მეტრეველის ოჯახში ისევ შეიჭრა ემზარ კვიციანი (მერამდენედ)“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი, ზურაბ ნადირაძე წერს.

ნადირაძე შინაგან საქმეთა სამინსიტროს მხრიდან რეაგირებას ითხოვს, მისივე ინფორმაციით კვიციანი ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს მოქალაქეების დაშინებას:

„ემუქრება ოჯახის წევრებს, სადაც არის ოჯახის დიასახლისი და მცირეწლოვანი ბავშვები, მისულია

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia

საპატრულო პოლიცია, რომელიც მოძალადეს არამც თუ აკავებს, არამედ მოწიწებით გააცილეს ეზოდან!

ქვეყანას პატრონი არ ყავს!“ – წერს ნადირაძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები