ტელეკომპანია “ფორმულას” ორ თანამშრომელს თავს დაესხნენ. ვახო სანაიას შემდეგ, ამჯერად ფიზიკური შეურაცხყოფა ტელეკომპანიის მძღოლს მიაყენეს, კიდევ ერთ მძღოლს კი მანქანა დაუზიანეს.
არხის ხელმძღვანელობის განცხადებით, ეს ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის მორიგი ფაქტია და მოუწოდებენ შესაბამის უწყებებს, დროულად მოახდინონ რეაგირება და გამოიძიონ საქმე.