გია გაჩეჩილაძის განცხადებით, საქართველოს პატრიარქზე შეტევა ხორციელდება

მომღერალ გია გაჩეჩილაძის განცხადებით, საქართველოს პატრიარქზე, ილია მეორეზე შეტევა ხორციელდება. ამის შესახებ გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) თბილისში, „ევროპის მოედანზე“ მოქალაქეთა შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც გაგაჩეილაძე განმარტავს, „პატრიარქს 43 წელია მივყავართ იმ გზაზე, რომელსაც მანქურთები ასეთი გაშმაგებით ებრძვიან“.

„ყელა ვხედავთ, რომ შეტევა ხორციელდება უწმინდესზე და ყველაფერ წმინდაზე, თუკი რამე გაგვაჩნია. ხედავთ, რომ შეტევა ხორციელდება ოჯახზე, სტუმარზე, ისტორიაზე, ტრადიციაზე, ავტორიტეტზე, ეკლესიასა და ყველაფერზე. სწორედ უწმინდესში ერთიანდება ეს ყველაფერი და ამიტომაც ასე ძლიერად ებრძვიან მას. ის ყოველთვის მუხლებზე დგას და ლოცულობს ჩვენთვის, ქვეყნისთვის, რწმენისთვის და 43 წელია მივყავართ იმ გზაზე, რომელსაც მანქურთები ასეთი გაშმაგებით ებრძვიან“,- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

მსგავსი თემები