ევროპის მოედანზე შეკრება “მარადისობის დღე” მიმდინარეობს

მომღერალი, გია გაჩეჩილაძის, “უცნობის” ინიციატივით ევროპის მოედანზე შეკრება მიმდინარეობს.

გია გაჩეჩილაძე აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართავს.

როგორც ცნობილია, შეკრებილები დაიძვრებიან ჯერ საპატრიარქოს, შემდეგ კი დედაენის ბაღის მიმართულებით.

გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ეს არის პროტესტი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ და ის საქართველოსა და “ქართველი ხალხის მარადისობის დღეს” აფუძნებს, რადგან საზოგადოებას უნდა ჰქონდეს დღე, როდესაც საკუთარ პრობლემებზე ღიად საუბარს შეძლებს.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ მდუმარე აქციით ისინი აპირებენ პროტესტი გამოხატონ, როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების მისამართით. 

ერთი მხრივ, ისინი აპროტესტებენ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკაში ყოფნას და მეორე მხრივ, მმართველი გუნდის ქმედებებს. 

როგორც შეკრების ორგანიზატორები ამბობენ, ისინი დღეს საკმაოდ ბევრ მხარდამჭერს ელოდებიან. 

მსგავსი თემები