საპატრიარქო კანაფის ნებისმიერი მიზნით მოყვანის წინააღმდეგია

საქართველოს საპატრიარქო, კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით ეკლესიის პოზიციაზე საზოგადოებაში არსებულ აზრდა სხვადასხვაობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტებულია, რომ  საპატრიარქო კატეგორიულად ეწინააღმდეგება  კანაფის ნებისმიერი მიზნით მოყვანისა და რეალიზაციის ლეგალიზებას.

“მარიხუანას (კანაფის) კულტივირების კანონპროექტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელსა და მასმედიაში პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ნაწილი მოძღღვრებისა არ არის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების, რომ ეკლესიამ პოზიციები დათმო და  რეალურად დაპირისპირებულნი  მხოლოდ ცალკეული სასულიერო პირები არიან, რაც სინამდვილეს საერთოდ არ შეესაბამება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მისი საჭეთმპყრობელი, მღვდელმთავრები, სასულიერო პირები და მორწმუნე ერი ცალსახად და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ნებისმიერი სახის მარიხუანას (კანაფის) ნებისმიერი მიზნით მოყვანისა და რეალიზაციის ლეგალიზებას.

ეს არის ეკლესიის საერთო განწყობა და უცვლელი დამოკიდებულება, რადგან მისი შედეგები ჩვენი მოსახლეობისთვის იქნება მეტად სავალალო.” – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები