სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანაში ნომერ პირველი გამოწვევა პანდემიაა. შესაბამისად, არსებული რეგულაციების დაცვა ყველაზე თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს.
„ასეთი მიდგომის მაგალითი გვაჩვენა ისრაელმა, ამ პატარა ქვეყანამ, რომელმაც მთლიანობაში კარგად გაიაზრა, რომ სოლიდარობა და ერთიანობა განაპირობებს ეკონომიკის გადარჩენასა და თითოეული ოჯახის ხვალინდელ კეთილდღეობას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რეგულაციები ყველას თანაბრად უნდა ეხებოდა, ეს ეკლესია იქნება თუ ქორწილი.
„რეგულაციები ყველგან თანაბრად უნდა გავრცელდეს – ფეხბურთის სტადიონზე, ნოვრუზის დღესასწაულზე თუ ეკლესიაში, წირვაზე, ან კიდევ პოზნერის ნადიმზე თუ ჩვენი მოქალაქეების დიდი ხნით გადადებულ ქორწილებში, დაბადების დღეებზე, საპროტესტო აქციებზე თუ სხვა საზოგადოებრივ თავყრილობებზე. მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ ჰყოფნის, თითოეული მოქალაქეს შეგნებაზე, პირბადეს ტარებაზე, დროულ ვაქცინაციაზე და გაფრთხილებაზე გადის ჩვენი საზოგადოების ბედი. ერთიანი მიდგომისა და სოლიდარობის განცდის გარეშე ვერც ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობას დავიცავთ და ვერც ეკონომიკას გავხსნით და გადავარჩენთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა, რომელიც წლიური მოხსენების ფორმატში საკანონმდებლო ორგანოში იმყოფება.