ენგურში დამხრჩვალ ოჯახზე ოკუპირებული აფხაზეთი განცხადებას ავრცელებს და ქართველების სპეკულაციაზე საუბრობს

ოკუპირებული აფხაზეთის „ხელისუფლება“, 2 დღის უკან,  მდინარე ენგურში დამხრჩვალი 4 ადამიანის ტრაგედიასთან დაკავშირებით შეფასებას აკეთებს და ქართულ მხარეს პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების განცხადებით, ეს არის ქართული მხარის ყალბი პატრიოტიზმი.

„საქართველოში, ეს ტრაგიკული მოვლენა ისტერიისა და პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახადეს. საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას და მათ პოლიტიკურ ოპონენტებს აწუხებთ არა ხალხის დაღუპვის ფაქტი, არამედ ცდილობენ, აჩვენონ თავიანთი ყალბი პატრიოტიზმი და კიდევ ერთხელ დაესხან თავს რუსეთს აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებებით.  მომხდარია გარემოებებს აფხაზეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოები გამოიძიებენ,“ – ვკითხულობთ  აფხაზეთის ე.წ. „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2 დღის უკან, შამგონაში ტრაგედია მოხდა. გალიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდინარე ენგურის გავლით გადმოსვლის მცდელობისას, მდინარეში 4 ადამიანი დაიხრჩო.

მსგავსი თემები