საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 849-ს შეადგენს.
დღეს „კოვიდ-19“ 761 ადამიანს დაუდასტურდა, 537 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, გუშინ, 7 აპრილს საქართველოში კორონავირუსის 687 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 327 პაციენტი, რვა კი გარდაიცვალა.