ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრული მეწყრული ნაპრალები მიზნით ამოავსეს. სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შემდეგი ეტაპი კი მისი გამაგრება იქნება.
აღნიშნულს კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნევენ „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტში. როგორც სეისმოლოგი თეა გოდოლაძე აცხადებს, ეს არასპეციალისტების მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა.
„მეგონა “ღადაობდნენ” ქვიშით და ღორღით ამოვავსოთ ნაპრალიო მერიის საბჭოზე როდესაც განიხილავდნენ საინჟინრო გადაწყვეტილებას (ხმები გამოდიოდა, პატარაა თბილისი და გარეთ ერთმანეთს დასცინოდნენ) მეჩვენება თუ ?! მიწით შეავსეს? სკოჩი რომ დაგვხვდეს გადაკრული ზედ, მართლა აღარ გამიკვირდება“ – აცხადებს გოდოლაძე.