ვაჟა ფშაველას გამზირზე ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე, კომაროვის სკოლის მიმდებარედ, საკუთარ მანქანასთან ქალი გარდაიცვალა. სავარაუდოდ, ის საჭის მართვისას ცუდად გახდა, მანქანიდან გადმოვიდა და წაიქცა.

ამ წუთებში, ადგილზე სამართალდამცველები და კრიმინალისტები მუშაობენ. გარდაცვლილი იდენთიფიცირებულია. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, ქალი საჭეს მართავდა, უცებ სწრაფად დაიძრა და მანქანა გააჩერა. როგორც კი გადმოვიდა, ეგრევე წაიქცა და გული გაუჩერდა.

მსგავსი თემები