ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველო კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის მცდელობისას, რამდენიმე ადამიანი მდინარეში დაიხრჩო. ამ ეტაპისთვის, 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს, კიდევ რამდენიმეს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთიდან, ენგურისკენ 11 ადამიანი მოდიოდა.
შემთხვევა სოფელ ორსანტიაში მოხდა. მეოთხე ცხედარი რამდენიმე წუთია მდინარეში იპოვეს. ის ერთ-ერთი დაღუპული ახალგაზრდა ქალის მეუღლეა.
შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა დღეს მოხდა. ოკუპირებული აფხაზეთიდან, ისინი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სხვადასხვა საჭიროებებისთვის, მდინარის გავლით გადმოდიოდნენ.