პარლამენტში „კორონავირუსი“ გავრცელდა

  •  

საქართველოს პარლამენტის წევრები – მამუკა მდინარაძე, ბექა დავითულიანი, ირაკლი მეძმარიაშვილი და მაია მენაღარიშვილი ინფიცირებულები არიან. საკანონმდებლო ორგანოს კიდევ რამდენიმე წევრს კვლევა უტარდება.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძე აცხადებს, მას ვირუსი რამდენიმე წუთის წინ დაუდასტურდა.

„ეს ამბავი მხოლოდ ერთმა შეცდომამ განაპირობა, რამდენიმე თვის განმავლობაში ასეთი არ დამიშვია. როდესაც ვინმეს ესაუბრებით, ერთი წუთითაც კი არ მოიხსნათ პირბადე, არც ერთი წუთით! ეს არის ჩემი, უკვე პირად გამოცდილებაზე დამყარებული რჩევა. ბოლო დღეებია ირგვლივ ძალიან ბევრი შემთხვევა დაგროვდა, რისკები ძალიან გაიზარდა.

ყველას უმორჩილესად გთხოვთ, ზედმიწევნით დაიცავით რეგულაციები, ყველგან ატარეთ პირბადე, რითაც, გარდა ქვეყნის ეკონომიკისა, მინიმუმ რამდენიმე ასეულ თუ ათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს გადაარჩენთ“,- აცხადებს მდინარაძე.

მსგავსი თემები