მიმდინარე წლის 7 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფის ორგანიზებით, უწყებაში გაიმართა შეხვედრა იმ ვეტერანებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მესაქონლეობით.
შეხვედრას უძღვებოდნენ სამსახურის დირექტორის მოადგილე, მირონ ჩიგოგიძე, პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფის უფროსი, ლელა კიკნაძე და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი, თამაზ ნარიმანიძე.
„თამაზ ნარიმანიძემ, რომელიც თავად ფლობს მეცხოველეობის ფერმას, მოწვეულ სტუმრებს დეტალურად აუხსნა ამ სფეროში არსებული პერსპექტივები და გამოწვევები, გააცნო ის ნაბიჯები, რომლებიც თავად გადადგა საწყის ეტაპზე. ასევე, დაიგეგმა შეხვედრის მონაწილეების ადგილზე ჩასვლა და მოკლე სასწავლო სემინარის ჩატარება თემაზე: ,,ფერმის მოწყობა მინიმალური ფინანსური ხარჯებით“. მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაიმართება“ – აცხადებენ უწყებაში
თემით დაინტერესებულ ვეტერანებს, შეუძლიათ, დაუკავშირდნენ სამსახურის პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფს, ტელ: 598 29 52 28; 595 05 55 95