„ეპიდსიტუაცია რთულდება და უარესდება, მარტო შოლტი და მათრახი არ მუშაობს“ – ამირან გამყრელიძე

  •  

„ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გართულებულია.  ყველა ინდიკატორი იმატებს, რაც კი კორონავირუსს ახასიათებს. ეს მესამე ტალღის დაწყების ზღვარია. მარტო შოლტი და მათრახი არ მუშაობს,  მთავარი ჩვენი თვითკონტროლი და თვითდისციპლინაა“ – აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.  

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში ე.წ. კლასტერების რაოდენობაც მატულობს.

„დღეს ქვეყანაში, ათი „კლასტერია“ ჩამოყალიბებული. ყველა კლასტერის ეპიდაფეთქება დაიწყო ქორწილებიდან და ქელეხებიდან. საზოგადოება შევთანხმდეთ რა, სოლიდარული ხომ უნდა ვიყოთ და ამ ხნის განმავლობაში თავი შევიკავოთ ამ ტიპის შეკრებებისგან. ინფექცია სერიოზულად ცირკულირებს ქვეყანაში. გვინდა ისევ ნოემბერი და დეკემბერი?“ – აცხადებს გამყრელიძე.

მსგავსი თემები