„მცირდება ის კაპრიზი, ჭირვეული ბავშვის მოთხოვნა, რომ „ფაიზერი“ უნდოდათ“ – თენგიზ ცერცვაძის მიმართვა

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ხალხი „ასტრაზენეკასკენ“ შემობრუნდა, რადგან ისინი დარწმუნდნენ, მას უპირატესობაც კი აქვს.

„ძალიან ცუდი სიტუაცია იყო, ჩავარდნა – პირდაპირ ასე ვთქვათ, ვაქცინაციის თვალსაზრისით. პირველ ათ დღეში, სულ 1 000 კაცი აიცრა, რაც არაფერია, ჩვენ წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრა გვაქვს სამიზნედ, მაგრამ ჩვენ ჩვენი მიზანი გვაქვს დასახული იმასთან დაკავშირებით, თუ როდის აიცრება მოზრდილი მოსახლეობის 1%, ეს არის 28 000. რატომღაც, ყველას გვაქვს ასეთი რწმენა, 1%-იან ზღვარს თუ გადავლახავთ, ეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობამ სკეპტიციზმი დაძლია და დაიძრა მასობრივი ვაქცინაცია. თუ 1%-ს გადავაცილეთ, მერე წავალთ ძალიან ჩქარა“ – განაცხადა მთავარმა ინფექციონისტმა მედიასთან.

მთავარი ინფექციონისტის შეფასებით, მცირდება კაპრიზი „ფაიზერთან“ დაკავშირებით.

„მინდა პოზიტივად აღვნიშნო, რომ თანდათან მცირდება ის კაპრიზი, ჭირვეული ბავშვის მოთხოვნა, რომ „ფაიზერი“ უნდოდათ. დარწმუნდა ხალხი, რომ „ფაიზერი“ არ ჯობს „ასტრაზენეკას“, პირიქით, ხანდაზმულებში „ასტრაზენეკას“ უპირატესობაც კი აქვს, რადგან ბოლო კვლევით, 100%-იან დაცვას იძლევა „ასტრაზენეკა“ ხანდაზმულებში მძიმე და სასიკვდილო ფორმებისგან, მაშინ, როცა „ფაიზერმა“ მხოლოდ 94% უჩვენა“ – განაცხადა ცერცვაძემ.

მსგავსი თემები