“ვაშლიჯვრის მეწყრის გამო მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს” – კახა კალაძე

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ვაშლიჯვრის მეწყრის გამო მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყოველი შემთხვევისთვის, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის შემუშავებულია საევაკუაციო გეგმა.

„ეს, რა თქმა უნდა, საჭირო არ არის, თუმცა, რაღაც თუ მოხდება გადაუდებელი აუცილებლობა, ეს გეგმაც არსებობს. ვიმეორებ, მოსახლეობის ევაკუაციის არანაირი საჭიროება არ არსებობს, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. თუ საფრთხე იქნებოდა, პირველები ჩვენ ვიქნებოდით, ვინც ამას გააკეთებდა და კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამდა. აქაც ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაციები, პანიკის დათესვა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რომ აუცილებელია თითქოს მოსახლეობის ევაკუაცია. ეს მათ ნამუსზე იყოს, ვინც ამ განცხადებას ავრცელებდა. ამასთან, ჩვენ მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისთვის შევისყიდეთ კვლევა პროექტისა და სამშენებლო სამუშაოების მომსახურება, რომელსაც კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი გვაწვდის“,- განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები