გურამ დოჩანაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე შვილის გვერდით დაკრძალეს

გურამ დოჩანაშვილი მისივე სურვილით, საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალეს. მწერალი ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და თაყვანისმცემლებმა უკანასკნელ გზაზე გააცილეს.

დაკრძალვამდე, მწერლის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო გაიმართა. “ჩვენი ქვეყანა ეთხოვება ჩვენი დროის ღვთისგან გამოგზავნილ საჩუქარს. ჩვენი წილი ბედნიერება გვაქვს, როცა თანაცხოვრება ხდებოდა ჩვენი გურამ დოჩანაშვილთან, ერთ ქვეყანაში, ერთ მიწაზე და ერთ სამშობლოში. ესეთი სხვა რწმენის, სხვა ადამიანური ღირებულებების და სიკეთის ადამიანი ხელოვნებაში ერთადერთი იყო, ყველა დროში და ყველა ეპოქაში,”- აღნიშნა საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ რაჭველმა.

შეგახსენებთ, რომ გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი თემები