იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრი, პედიატრიული განყოფილების უფროსი თემურ მიქელაძე ადასტურებს, რომ ქვეყანაში, პრაქტიკულად, ე.წ. მესამე ტალღა დაიწყო. კორონავირუსის შემთხვევების მატებას, პედიატრი საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნითა და კონტროლის შემცირებით ხსნის.
„სახეზეა, რომ მოვდუნდით. პრაქტიკულად, მესამე ტალღა გვაქვს. პაციენტთა რაოდენობა გაზრდილია და ძირითადად, ისინი ძირითადად სკოლის მოსწავლეები. მიზეზი არის სკოლების და ბაღების გახსნამ. ჩემი აზრით, ნაადრევად მეჩვენა ბაღების გახსნა. ჰიგიენური ნორმების დაცვაზე ბავშვებში კონტროლი უნდა გამკაცრდეს. ყველამ ვირწმუნეთ, რომ აღარ იქნებოდა „მესამე ტალღა“ და ყველამ დავივიწყეთ ელემენტარული ჰიგიენური წესები. ქვეყანაში, პრაქტიკულად „მესამე ტალღა“ მივიღეთ. შემთხვევების რაოდენობა 1000-მდე ავარდა. თუ წესებს არ დავიცავთ, ისევ 5 000 გახდება, რაც ჯანდაცვის სექტორისთვის ისევ დიდი დარტყმა იქნება“, – განაცხადა თემურ მიქელაძემ.