“მესამე ტალღა დაიწყო!.. გადავდგებოდი!” – გიორგი ფხაკაძე

მესამე ტალღა დაიწყო, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ქვეყანა კიდევ 2 კვირის წინ იყო ჩასაკეტი, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.

„გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩაკეტვასთანაა დაკავშირებული, სუფთა პოლიტიკურია. მე რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ვყოფილიყავი, გადავდგებოდი თანამდებობიდან იმ დღიდან, როცა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება და ყველა შეზღუდვა მოხსნეს. და ეს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ამ შეზღუდვებზე მანიპულაციას ცდილობენ თქვენით, ისინი ყველაზე მავნებლები არიან. თქვენს ემოციებზე თამაშობენ და ქულების აღება უნდათ, ეს ქულები დროებითია“, – განაცხადა ფხაკაძემ.

მსგავსი თემები