„აუცილებლად უნდა შევიკავოთ თავი ხალხმრავალ ადგილებში შეკრებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ მივიღებთ დღეში 400 – 5000 შემთხვევას,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში,“ – თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
პროფესორი აღდგომის დღესასწაულზე მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს:
„თავი უნდა შევიკავოთ აღდგომის პერიოდში თავყრილობებისგან, ეს სასაფლაო იქნება თუ ეკლესია, არ შეიძლება ხელაღებით დავუშვათ, რომ ყველაფერი დამთავრდა და თავს მივანიჭოთ სრული თავისუფლება, აქ თუ ჩვენ არ მივიღეთ რეალურად ეფექტური ზომები, მართლა გვექნება შემთხვევების მატება, რაც დაფიქსირდა სხვა ქვეყნებში და გამოიწვია ზუსტად ამ თავყრილობებმა.
აღდგომის დღესასწაულზე მაქსიმალურად თავი ავარიდოთ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს, ეს იქნება ეკლესია თუ სასაფლაოები,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“
მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.