შეზღუდვების წინააღმდეგ არ არის საჭირო დაუსაბუთებელი აქციები ქუჩაში, არამედ საჭიროა, დავიცვათ წესები, რომელსაც ყოველდღიურად გვახსენებენ დარგის სპეციალისტები, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
„შეზღუდვების გამკაცრება, თუ შემსუბუქება, დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე. თუ ჩვენი ქცევა იქნება იმდაგვარი, რომ მინიმალურ მოთხოვნებს შევასრულებთ, რაც რთული არ არის – მოვიხმართ პირბადეს, დავიცავთ ფიზიკურ დისტანციას, შესაბამის დროს ჩავიტარებთ ვაქცინაციას, რა თქმა უნდა, ეს რისკები შემსუბუქდება, ეპიდემიოლოგოირი სტაბილურობა უფრო მეტად იქნება შესაძლებელი. ამ დროს საჭირო არ იქნება შეზღუდვები. შეზღუდვების წინააღმდეგ არ არის საჭირო დაუსაბუთებელი აქციების მოწყობა ქუჩაში, არამედ საჭიროა, დავიცვათ ის წესები, რომელსაც ყოველდღიურად გვახსენებენ დარგის სპეციალისტები, მაგრამ ჩვენ მათ ვივიწყებთ“,- განაცხადა ხუნდაძემ.