“ჩინურ ვაქცინა SINOPHARM-ს 40-მდე ქვეყნის ავტორიზაცია აქვს” – ამირან გამყრელიძე ​​

ამირან გამყრელიძის თქმით, ჩინურ ვაქციანა SINOPHARM-ს 40-მდე ქვეყნის ავტორიზაცია აქვს. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი იმ ქვეყნებს ასახელებს, რომელიც ჩინურ პრეპარატს იმუნიზაციისათვის იყენებს. 

 “ჩვენი არეალი და იარაღი უფრო ფართოვდება კოვიდთან ბრძოლაში, უკვე მესამე ვაქცინაა ქვეყანაში. SINOPHARM–ის, გარდა ჩინეთისა, ძალიან ფართოდ გამოიყენება არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ქვეყანაში – ბრაზილია, ჩილე, ევროპის ქვეყნებიდან უნგრეთი, სერბეთი და ა.შ. დაახლოებით, 40-მდე ქვეყნის ავტორიზაცია აქვს მას. ის არის ტრადიციულ მეთოდზე დამყარებული ვაქცინა,”- აცხადებს ამირან გამყრელიძე. 

  შეგახსენებთ საქართველომ ჩინური ვაქცინა SINOPHARM-ი შაბათს, 2 აპრილს მიიღო. ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველო ჩინეთიდან კიდევ ერთ ვაქცინას –  SINOVAC-ს, სრულიად უსასყიდლოდ მიიღებს. 

მსგავსი თემები