საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 822-ს შეადგენს.
დღეს „კოვიდ-19“ 228 ადამიანს დაუდასტურდა, 425 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, გუშინ, 4 აპრილს საქართველოში კორონავირუსის 464 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 454 პაციენტი, შვიდი კი გარდაიცვალა.