ლილოს დასახლებაში აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი

ლილოს დასახლებაში, ერთ ერთ საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივ აირს უკავშირდება. არის მსხვერპლიც, გარდაცვლილია დახლოებით 60 წლის ქალბატონი.

აფეთქების შედეგად, საცხოვრებელი კორპუსი სერიოზულად დაზიანდა. დაზიანებულია კორპუსის კედლები. არსებული საშიშროების გამო, მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა.

ამ წუთებში, ადგილზე ელოდებიან ექსპერტებს, რომელმაც უნდა განსაზღვრონ, შესაძლებელია თუ არა კორპუსში მოსახლეობის შეშვება და ცხოვრება.

მსგავსი თემები