ჭყონდიდის მიტროპოლიტმა რამდენიმე სასულიერო პირს მღვდელმსახურება აუკრძალა სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებით,  რამდენიმე სასულიერო პირს მღვდელმსახურება აეკრძალება. მისივე განცხადებით, არქიმანდრიტ ათინოგენს მონაზონი ეწოდება. 

მეუფე სასულიერო პირებს ამბოხში ადანაშაულებს და საკუთარ გადაწყვეტილებასაც აღნიშნული ქმედებით ხსნის. 

“განიკვეთოს სამღვდელო ხარისხიდან არქიმანდრიტი ათინოგენი (მდივანი), რომელსაც აკრძალული ჰქონდა მღვდელმსახურება, მაგრამ მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა განაგრძობდა ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებებს. ამიერიდან მას აღარ ეწოდება არქიმანდრიტი ათინოგენი, არამედ მონაზონი ათინოგენი მდივანი.ამავე დანაშაულებებისთვის აეკრძალოს მღვდელმსახურება იღუმენ დანიელს (გვილავა), მღვდელს მირიან (მესხაძე), მღვდელმონაზონ ლუკას ( იბრაგიმოვი ), დიაკონ ანანია (კალანდიას) საჯაროდ გამოთქმული სინანული შეიძლება იქცეს მათთვის მღვდელმოქმედებუს უფლებების დაბრუნებისა.ხოლო რაც შეეხება მონაზონი ათინოგენს მისთვის მღვდელმოქმედების დაბრუნება ამიერიდან შეუძლებელია. თუმცა უფლება აქვს მოინანიოს თავისი ცოდვები და ეზიაროს. ბრძანება ძალაში შევიდა ხელმოწერისთანავე”,- განაცხადა მეუფემ.

შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მსგავსი გადაწყვეტილება, სხვა სასულიერო პირებთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის უკანაც მიიღო. ჭყონდიდის ეპარქიაში ვიტარება ამ დრომდე კონფლიქტურია და ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.  

მსგავსი თემები